დავით ვოლკოვი, გდანსკის ლეხია
Aa
Aa

ტრანსფერი ევროპაში - ვოლკოვი პოლონურ კლუბში ითამაშებს

პოლონური Weszlo აზერბაიჯანულ AzeriSport-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დავით ვოლკოვი კარიერას გდანსკის ''ლეხიაში'' გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოქმედ კლუბ ''ზირას'' კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და კონტრაქტს ექსტრაკლასას კლუბთან გააფორმებს.

გდანსკის ''ლეხია'' ექსტრაკლასას დასრულებამდე 2 ტურით ადრე 56 ქულით მე-4 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 7 ქულით ჩამორჩება. ''ლეხია'' მე-5 პოზიციაზე მყოფ ''პიასტს'' 3 ქულით უსწრებს. თუ ''ლეხია'' მეოთხე პოზიციას შეინარჩუნებს, შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

მიმდინარე სეზონში 26 წლის დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის 26 მატჩში 11 გოლი შეაგდო, 6 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, საქართველოს ეროვნულ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი უზბეკეთს შეუგდო.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინა თვის ფოტო არ გეგონოთ
„წინა თვის ფოტო არ გეგონოთ" - ბუდუს მორიგი აღიარება უნგრეთში