ჩელსი, ლივერპული, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

მოედანი ნაადრევად დატოვა - სალაჰი ტრავმირებულია

FA Cup-ის ფინალში ერთმანეთს „ლივერპული“ და „ჩელსი“ უპირისპირდებიან. იურგენ კლოპის გუნდისთვის 33-ე წუთზე მეტად არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

„ლივერპულის“ ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა უწყინარ სიტუაციაში კუნთზე დისკომფორტი იგრძნო, მოედანზე დაწვა და საქმეში მედიკოსები ჩაერივნენ. ექიმების რჩევით, „ფარაონმა“ მინდორი თავისი ფეხით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ 28 მაისს ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება. მერსისაიდელები პარიზში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ იასპარეზებენ. ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, სალაჰის ყოფნა ძალზედ მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც კიევში გაიმართა, ეგვიპტელმა შემტევმა სერხიო რამოსთან შეჯახების შემდეგ, მოედანი პირველ ტაიმში ნაადრევად დატოვა.

ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია მოჰამედ სალაჰის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ტრავმის სირთულე სულ მალე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები