ტიტულთან ახლოს: კალაშნიკოვა პარიზის ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა
Aa
Aa

ტიტულთან ახლოს: კალაშნიკოვა პარიზის ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა

პარიზის ჩელენჯერის წყვილთა თანრიგის ფინალში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვასა და იაპონელი მიუ კატოს დუეტი  საფრანგეთის სახელით მოასპარეზე კრისტინა მლადენოვიჩთან და ბრაზილიელ ბეატრიზ ჰადადთან სამ სეტში 7:5, 4:6, 4:10 დამარცხდა.

აღნიშნულ ტურნირზე კალაშნიკოვასა და კატოს წყვილი მეორე ნომრად იყო განთესილი, პირველ ნომრად კი - მლადენოვიჩისა და ჰადადის წყვილი.

შეგახსენებთ, კალაშნიკოვა წყვილთა შორის გაცილებით წარმატებულად ასპარეზობს, მსოფლიო რეიტინგში წყვილთა შორის 76-ე ადგილზეა, კარიერაში ყველაზე მაღალი საფეხური 2016 წელს დაიკავა, როცა წყვილთა შორის 43-ე პოზიციაზე იყო. 31 წლის ჩოგბურთელმა WTA-ის ტურზე  4 ტიტული მოიპოვა, ჩელენჯერზე კი - ორი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უშეღავათო ბრძოლა - ბასილაშვილი შაპოვალოვთან დამარცხდა
უშეღავათო ბრძოლა - ბასილაშვილი შაპოვალოვთან დამარცხდა