ბარსელონა, ბაიერნი, უსმან დემბელე
Aa
Aa

მოლაპარაკება დაწყებულია - ბაიერნს დემბელე მოუნდა

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, უსმან დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი უმთავრდება. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ კიდევ თანხმდებიან. დროის გასვლასთან ერთად, ყოველდღიურად ფრანგ ფეხბურთელთან დაკავშირებით ახალი ცნობები ჩნდება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნს“ რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს, ხელმძღვანელობა შეტევის გაძლიერებით არის დაკავებული. ბრიტანული გამოცემა Sky Sports ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

ვიგებთ, რომ გერმანული გიგანტი უსმან დემბელეთი დაინტერესდა და მეტიც, „რეკორდმაისტერი“ ბარსელონას დაუკავშირდა და მოლაპარაკებას აწარმოებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ზაფხულში უსმანი თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ გუნდში შეეძლება გადასვლა.

ასევე ცნობილია, რომ დემბელეს წასვლა ჩავი ერნანდესს არ სურს და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. „ბაიერნის“ სასარგებლოდ შეიძლება ის ითქვას, რომ ბარსას ფინანსური კრიზისი აქვს და ახალგაზრდა ფრანგის გაშვებით სახელფასო ჭერი მნიშვნელოვნად შემცირდება.

დემბელე „ბარსელონაში“

24 წლის გარემარბი კატალონიურ გრანდს 2017 წელს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, დემბელემ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 149-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები