ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: როჯერისა და რაფას მსგავსად მეც მინდოდა 1000-ს მიმეღწია

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP ტურში მე-1000 გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა. რომის მასტერსის ნახევარფინალში მან კასპერ რუდს მოუგო (6:4, 6:3) და ფინალში სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მე ვნახე როჯერი და რაფა, როგორ აღნიშნავდნენ ამ მიღწევას და მეც მინდოდა 1000-ს მიმეღწია. ATP ტურში ამდენი შეხვედრის მოგება დიდი ბედნიერებაა. პირველი მატჩი დიდი ხნის წინ მოვიგე და იმედი მაქვს, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება მელოდება.

დღეს ძალიან კარგად ვითამაშე. ყველაფერი საოცრად დაიწყო, 4:0-ს ვიგებდი. მერე ცოტა ტემპს მოვუკელი, 15-20 წუთი თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. მან გამოიყენა ეს, შეძლო ბრძოლაში დაბრუნება პირველ სეტში. მნიშვნელოვანი იყო მე-10 გეიმში მოგება და სეტის აღება.

მეორე სეტში თავიდან რამდენიმე მძიმე გათამაშება იყო, მაგრამ ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მის ჩაწოდებებზე შანსი მქონდა. ჩემი აზრით, მატჩის პირველი ოთხი და ბოლო ოთხი გათამაშება ძალიან, ძალიან კარგი მქონდა. იმედი მაქვს, ფინალში ამ დონის შენარჩუნებას შევძლებ“.

„ნოლემ“ პანდემიის დროს ავსტრალიიდან გამოძევებაზე და შეზღუდვებზე ისაუბრა, რამაც მას ფსიქოლოგიურად ტრავმა მიაყენა.

„მეგონა, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდებოდი. მაგრამ მომდევნო თვეებში ემოციური და ფსიქოლოგიური შედეგები ვიგრძენი. ბოლო რამდენიმე კვირაა ამ მძიმე სიტუაციიდან ნელ ნელა გამოვდივარ. ვცდილობ წინსვლა განვაგრძო.

ეს რაც მოხდა, ეს სიტუაცია იყო ისეთი რამ, რასაც ადრე არასდროს გადავყრივარ. ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო და გავლენა იქონია ემოციურ-ფსიქოლოგიურ დონეზე, ვიდრე ფიზიკურად“.

- ციტირებს სერბის სიტყვებს ბრიტანული Express-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: ლევადოვსკის ასაკი? ეს მეორეხარისხოვანია, შეხედეთ ალვეშს, მოდრიჩს...
ჩავი: ლევადოვსკის ასაკი? ეს მეორეხარისხოვანია, შეხედეთ ალვეშს, მოდრიჩს...