ტოჩინოშინი
Aa
Aa

დაძაბული ბრძოლა - ტოჩინოშინი კატასუკაშის ილეთით დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ''ნაცუ ბაშოს'' მერვე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ურა კაზუკი იყო. იაპონელმა კატასუკაშის ილეთით გაიმარჯვა, თუმცა დოჰიოდან გადავარდა და ძალიან უხერხულად დაეცა.

რვა დღის შემდეგ ქართველი სპორტსმენის ბალანსი თანაბარია: 4 გამარჯვება, 4 მარცხი.

დღევანდელ შეხვედრამდე ტოჩინოშინი ურა კაზუკის სამჯერ შეხვდა, ბალანსი იაპონელის სასარგებლოდ იყო (2:1).

სუპერტურნირის მე-9 დღეს ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუ იქნება, რომელმაც მიმდინარე ტურნირის საწყისი 7 შეხვედრიდან 4 მოიგო. წარსულში ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს ორჯერ შეხვედრა, ერთხელ სძლია, ერთხელ დამარცხდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სეკიტორი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდის. გასულ ბაშოზე ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და დააწინაურეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ლამაზი ილეთით - ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-4 ბრძოლა მოიგო
გამარჯვება ლამაზი ილეთით - ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-4 ბრძოლა მოიგო