უცნაური გამარჯვება - ბლახოვიჩმა რაკიჩი დაამარცხა
Aa
Aa

უცნაური გამარჯვება - ბლახოვიჩმა რაკიჩი დაამარცხა

გულშემატკივრებმა UFC-ში მორიგი საინტერესო ბრძოლა იხილეს. ლას-ვეგასში, ოქტაგონზე ერთმანეთის წინაშე ქვე-მძიმე კატეგორიის დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი იან ბლახოვიჩი და ამჟამინდელი რეიტინგის მესამე ნომერი ალექსანდრ რაკიჩი წარდგნენ.

ბრძოლა საკმაოდ უცნაური გამოდგა. ორი რაუნდის შემდეგ, ქულების რაოდენობით რაკიჩი წინ იყო, თუმცა მესამე რაუნდში წარმოშობით სერბი მებრძოლი მოულოდნელად დაეცა.

მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა. როგორც გაირკვა, რაკიჩს მუხლის მყესები ჰქონდა დაზიანებული. ბლახოვიჩმა კი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები