თემურ ქეცბაია, ანორთოსისი, გიორგი ლორია, აპოელი, თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

ქართველების მატჩი კვიპროსში - აპოელმა და ანორთოსისმა ქულები გაიყვეს

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ქართველების დაპირისპირება შედგა. „აპოელ ნიქოზია“, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ, საკუთარ მოედანზე გიორგი ლორიას და თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ შეხვდა.

ორივე გუნდი ევროთასებისთვის იბრძვის. „აპოელს“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის შანსი აქვს, ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრას ცდილობს. აქედან გამომდინარე შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორი გოლი იხილა.

ჩვენთვის სასიხარულო ის ფაქტია, რომ დღევანდელ მატჩში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაია კი რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და დღევანდელ მატჩში 68-ე წუთზე ჩაერთო.

რაც შეეხება გიორგი ლორიას, ქართველმა მეკარემ უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარა შეიძლება ითქვას, რომ „ანორთოსისი“ წაგებისგან იხსნა. ლორიამ დღევანდელი შეხვედრა 8 სეივით დაასრულა.

შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

აპოელი 1:1 ანორთოსისი

კვიპროსის ჩემპიონატის დასკვნით ტურში „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე „არისს“ შეხვდება, „აპოელი“ კი „პაფოსს“ ესტუმრება.

აქვე უნდა ითქვას, რომ გუნდებს შორის დაფიქსირებული შედეგით ყველაზე კარგად „აპოლონმა“ იხეირა და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ჩემპიონობაც იზეიმა. შეგახსენებთ, რომ „აპოლონის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, რეზი ინჯგია თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე და გიორბელიძე პლეი-ოფში - მეორე ბუნდესლიგაში სეზონი დასრულდა
ჩაკვეტაძე და გიორბელიძე პლეი-ოფში - მეორე ბუნდესლიგაში სეზონი დასრულდა