გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე" - ესპანელები მამარდაზე

ესპანურმა გამოცემამ, Lasprovincias-მა „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ დაწერა და მიმდინარე სეზონში, მის მიერ გავლილ გზასა და პროგრესზე ისაუბრა. სტატიის ავტორმა „მამარდას“ ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გოლკიპერი უწოდა და განაცხადა, რომ იგი „ჩეს“ მომავალი გახლავთ.

„გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელიც მომდევნო წლებში ვალენსიას მთავარი მეკარე იქნება, მიმდინარე სეზონი ალბათ დასრულდა. ახალგაზრდა გოლკიპერმა, რომელიც 21 წლის ახლახან გახდა, ლა ლიგაში თავის სადებიუტო სეზონში, 18 შეხვედრა ფანტასტიკურ დონეზე ჩაატარა. ამის წყალობით, მან ღამურების მთავარი მეკარის სტატუსი დაისაკუთრა და დღესდღეობით, ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გოლკიპერია. მამარდაშვილმა, რომელმაც ძირითადი შემადგენლობისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება გადალახა, ვალენსია აიძულა, რომ თავისი ყველაზე პერსპექტიული პროექტი დაეცვა.

გასულ დეკემბერში, ღამურებმა ქართველი ფეხბურთელი 850 000 ევროდ გამოისყიდეს და ამ თანხის სანაცვლოდ, ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მიიღეს. გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა და ბოლო 5 თვეში, Transfermarkt-ზე მისი ღირებულება თითქმის გაოთხმაგდა, რასაც ის დაემატა, რომ მან სილესენი, ხაუმე და რივერო სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

კლუბმა გიორგის უკვე აუწყა, რომ სურს, უკეთესი კონტრაქტი გაუფორმოს, რასაც ქართველი ახალგაზრდა აღტაცებით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მისით რამდენიმე უცხოური კლუბი ინტერესდება, მამარდაშვილს სურს, ბორდალასის გუნდის კარის დაცვა განაგრძოს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი და ის თუ ვინ იქნება ძირითადი მეკარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ბორდალასი სათამაშო დროს იასპერ სილესენს დაუთმობს, რომელიც სეზონის სტარტზე, ნომერ პირველი მეკარე გახლდათ, მაგრამ ტრავმებისა და მამარდაშვილის საოცარი პროგრესის გამო, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. დღეს, სილესენი პიტერ ლიმის ვალენსიასთვის ფინანსური პრობლემაა და ღამურების მიზანია, რომ ზაფხულში ნიდერლანდელი ტრანსფერზე დააყენონ. კლუბის ფინანსურ პრობლემებს მამარდაშვილის ასპარეზობა დაემატა და ვალენსია ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მაგიური პასი - ბოლონიას გამარჯვება და ქართველის ტრავმა
შენგელიას მაგიური პასი - ბოლონიას გამარჯვება და ქართველის ტრავმა