ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

გამოკითხვა დაიწყო - ზივზივაძე სეზონის საუკეთესო გოლის პრიზზეა ნომინირებული

უნგრეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო გოლის  ავტორის პრიზზე ბუდუ ზივზივაძეა ნომინირებული. ''უიპეშტის'' ფორვარდმა ''ზალაეგერსეგის'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა და შესაძლოა სეზონის საუკეთესოდ დაასახელონ.

გამოკითხვა სპორტულ ვებგვერდ M4Sport-ზე მიმდინარეობს. ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ: https://bit.ly/3MkZyIL

შეგახსენებთ, ზივზივაძე ''მოლ ფეჰერვარის'' საკუთრებაა, თუმცა მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. ამიტომ, იჯარით ''უიპეშტში'' გადავიდა, რომლის რიგებში უნგრეთის ჩემპიონატის 12 მატჩში 11 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

28 წლის ზივზივაძეს ''მოლ ფეჰერვართან'' კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. ახლახანს, კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გახანგრძლივდეს. შესაძლოა, ''უიპეშტმა'' საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოისყიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე" - ესპანელები მამარდაზე