პოლ პოგბა
Aa
Aa

პოგბა იუვენტუსში ბრუნდება? - აგენტმა კლუბთან შეხვედრა დაგეგმა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, პოლ პოგბა ''მან. სიტისთან'' მოლაპარაკების დაწყებას არ გეგმავს, ამ ეტაპზე ფრანგი ნახევარმცველი ''ქალაქელებში'' გადასვლას არ განიხილავს, თუმცა როგორც Sky Sports-ი იუწყება, მოთამაშეს სხვა ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკების დაწყება მხოლოდ კონტრაქტის დასრულების შემდეგ ექნება. 29 წლის ფეხბურთელის ''ოლდ ტრაფორდიდან'' წასვლის შანსი დიდია, ივნისის ბოლოს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე მსჯელობას არ გეგმავენ.

ფეხბურთელის აგენტი რაფაელა პიმენტა უახლოეს საათებში ტურინის ''იუვენტუსის'' წარმომადგენლებს შეხვდება. მხარეებს შორის შეხვედრა ტურინში გაიმართება.

პოლ პოგბა  2012-16 წლებში ტურინის ''იუვენტუსში'' ასპარეზობდა, იტალიურ გრანდთან ერთად სერია ა ოთხჯერ მოიგო (2012-13, 2013-14, 2014-15, 2015-16). ასევე, იტალიის თასისა (2014-15, 2015-16) და სუპერთასის (2013, 2015) გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ პოგბას დამატება პსჟ-საც სურს. პოგბა ''მან. იუნაიტედში“ წლიურად დაახლოებით 15 მილიონ ევროს იღებდა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად დათანხმდება ფრანგი მსგავს ფინანსურ შეთავაზებას. ერთი რამ ცხადია - პსჟ მას გაცილებით მეტს შესთავაზებს, თუმცა მთავარია სად სურს პოგბას თამაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: „მბაპემ და რეალმა შეთანხმებას მიაღწიეს“
Marca: „მბაპემ და რეალმა შეთანხმებას მიაღწიეს“