ლაშა პარუნაშვილი, ესბიერგი
Aa
Aa

შესანიშნავი გოლი - პარუნაშვილის მაკრატელა დანიის ჩემპიონატში

დანიის საფეხბურთო ჩემპიონატში ''ესბიერგის'' ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა ''ვენდსისელს'' ეფექტური გოლი გაუტანა. 29 წლის ქართველი ნახევარმცველი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, 64-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1. საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა.

2018-19 წლების სეზონში პარუნაშვილის ''ესბიერგმა'' სუპერლიგაში წარმატებული სეზონი ჩაატარა და ევროპა ლიგის საგზურიც მოიპოვა, თუმცა შემდეგ გუნდს დაღმასვლა დაეწყო. ამჟამად, ''ესბიერგი'' რანგით მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

პარუნაშვილი 2017 წლიდან ''ესბიერგის'' ფეხბურთელია, გუნდის წამყვან მოთამაშედ ითვლება, თუმცა თუ გუნდი სამოყვარულო ლიგაში დაქვეითდება, დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს.

ლაშამ დანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები