ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ქომაგებისთვის კვარაცხელიას ტრანსფერი საკმარისი არაა" - წერს Calciomercato

იტალიური გამოცემა, Calciomercato საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ლორენცო ინსინიეზე და მის შემცვლელებზე გვესაუბრება. Calciomercato-ს მიხედვით, „ნაპოლის“ ქომაგებისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი საკმარისი არაა და იტალიელები ასახელებენ ფეხბურთელებს, რომლებიც შესაძლოა, „პარტენოპეიმ“ დაიმატოს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში მარცხენა ფლანგს ერთადერთი და განუმეორებელი ოსტატი ჰყავდა - ლორენცო ინსინიე. გუშინ, ნაპოლის ფეხბურთელმა მარადონას სტადიონზე ბოლოჯერ იასპარეზა. ეს დაუვიწყარი დღე იყო და ტრიბუნებზე შეკრებილმა 50 000 გულშემატკივარმა მისთვის იმღერა. ემოციების მოთოკვა ინსინიესაც გაუჭირდა. მატჩის შემდეგ, მან სტადიონს საპატიო წრე დაარტყა და ქომაგებთან ერთად ტიროდა. ემოციური ასპექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია, მომავალზე ვიფიქროთ და ახალი სეზონისთვის ახალი ფურცელი გადავშალოთ."

ინსინიეს შემცვლელი

„ნაპოლის რამდენიმე იდეა უკვე აქვს. ერთ-ერთი მათგანი ირვინგ ლოზანოს მარცხენა ფლანგზე გადაწევაა და სპალეტიმ შესაძლოა, ეს არჩევანი გააკეთოს, თუმცა პარტენოპეის ქომაგებს იმედი აქვთ, რომ ზაფხულში კლუბის პირველი შენაძენი ხვიჩა კვარაცხელია იქნება. 2001 წელს დაბადებული გარემარბი, რომლის ტრანსფერიც აურელიო დე ლაურენტისმა უკვე გამოაცხადა. მას დრო დასჭირდება, რათა იტალიურ ფეხბურთსა და სპალეტის მეთოდებს შეეგუოს, თუმცა ფურცელზე ინსინიეს ნომერ პირველ შემცვლელად სწორედ ის განიხილება."

ყურადღება სატრანსფერო ბაზრისკენ

„ნაპოლის ხელმძღვანელებს, გიუნტოლისა და დე ლაურენტისს ზაფხულში დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ. პარტენოპეის ქომაგებისთვის კვარაცხელიას ტრანსფერი საკმარისი არაა. ინსინიეს სრულფასოვნად შესაცვლელად გაცილებით მეტი იქნება საჭირო და საუბრები ტრაორეზე და რასპადორიზე მიდის. მათ გარდა, დელოფეუსა და სინისტერას ვარიანტიც განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე, ნაპოლის სხვა პოზიციების გაძლიერება უფრო ესაჭიროება და ბევრი რამ ოსიმენის მომავალზე იქნება დამოკიდებული, რომლის სანაცვლოდაც პარტენოპეი 100 მილიონ ევროს ითხოვს.“

სხვათა შორის, დღეს ხვიჩასა და „ნაპოლის“ გეგმების შესახებ კიდევ ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ვალტერ დე მაჯიომ ისაუბრა. მისი თქმით, „პარტენოპეის“ კვარაცხელიასა და „ხეტაფეს“ ფეხბურთელის, მატიას ოლივერას ტრანსფერები დახურული აქვს და მათ გარდა, აღარავის დაიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აბისეტაოში - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე
აბისეტაოში - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე