საფრანგეთის ნაკრები
Aa
Aa

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ტონი ვაირელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმე ეხება 2011 წელს, ქალაქ ნანსის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ინციდენტს. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაირელმა თავის ორ ძმასთან ერთად ჯგუფურ ჩხუბში მიიღო მონაწილეობა და დაპირისპირებული მხარის მიმართულებით რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

49 წლის ფეხბურთელი სამართალდამცველებმა 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს და 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა ძმებმა ვაირელებმა ღამის კლუბის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ბეისბოლის ჯოხებითაც გაუსწორდნენ, დაცვამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვაირელს და მის ძმებს გამოძიებამ ბრალი განზრახ ჯგუფური ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვისა და გამოყენების ბრალდებით წაუყენა და 150 000 ევროიანი ჯარიმაც დააკისრა.

საქმეზე სასამართლო პროცესები 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ძმების პატიმრობით დასრულდა. 5-წლიანი პატიმრობიდან ვაირელს 2 წელი პირობითი სასჯელი ექნება.

ცნობისთვის, ტონი ვაირელმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა „ნანსიში“ დაიწყო და სხვადასხვა წლების განმავლობაში „ლენსის“ და „ლიონის“ ღირსებას იცავდა. 49 წლის ვეტერანმა 1998-დან 2000 წლამდე 8-ჯერ ითამაშა საფრანგეთის ნაკრები შემადგენლობაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
40 მილიონი ხელფასის სახით - მბაპეს და რეალის შეთანხმების ფინანსური დეტალები
40 მილიონი ხელფასის სახით - მბაპეს და რეალის შეთანხმების ფინანსური დეტალები