ჩელსი, ბარსელონა, ბაიერნი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

The Guardian: ლევანდოვსკისთვის ჩელსიც იბრძოლებს

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს. The Guardian-ის ჟურნალისტი ჯეიკობ სტინბერგი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ პოლონელი თავდამსხმელით „ბარსელონას“ გარდა ლონდონის „ჩელსიც“ ინტერესდება. „არისტოკრატებს“ რობერტის გადაბირება ძალიან სურთ და ამის ინიციატორი ტომას ტუხელია.

ჯერჯერობით ლონდონურმა კლუბმა პირველ რიგში რომელუ ლუკაკუს საკითხი უნდა მოაგვაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს „ბაიერნის“ შემტევთან ოფიციალურ მოლაპარაკებას. ჯეიკობის თქმით, ტრანსფერი შეუძლებელი არ არის.

რა ხდება ლევანდოვსკის გარშემო?

თავად ფეხბურთელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მისი ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში იწურება. ეს ინფორმაცია ჰასან სალიჰამიჯიჩმაც დაადასტურა, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს ოლივერ კანს, რომელმაც თქვა, რომ რობერტი კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს.

კანი:

„ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს. ის ამ კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს! არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც „ბაიერნზე“ მაღლა დადგება. ეს ძალიან ნათელია. ჩვენს გუნდში ხშირად ყოფილა ასეთი დრამები და ეს ახალი არ არის. რობერტს ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ და მისმა აგენტმა დაბლოკა. ვინც „ბაიერნთან“ კონტრაქტს აფორმებს, კარგად უნდა იცოდეს რას აკეთებს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები