პირველად 32 წლის შემდეგ - 17 წლის ფეხბურთელმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა
Aa
Aa

პირველად 32 წლის შემდეგ - 17 წლის ფეხბურთელმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ბლექპულის“ 17 წლის თავდამსხმელმა, ჯეიკ დენიელსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა.

17 წლის ფეხბურთელი 1990 წლის შემდეგ პირველია, რომელმაც 1990 წლის შემდეგ ასეთი ნაბიჯი გადადგა.

დენიელსმა ამასთან დაკავშირებით BBC-სთან ისაუბრა:

მეგონა, რომ ამას კარიერის დასრულების შემდეგ ვიტყოდი, მაგრამ ახლა გადავწყვიტე. ამ აღიარებისთვის მზად არ ვარ, მაგრამ ტყუილებით ძალიან დავიღალე. დედაჩემს და ჩემს დას უკვე ვუთხარი. ეს „აკრინგტონთან“ მატჩის შემდეგ მოხდა, როცა ოთხი გოლი გავიტანე. ამით ნამდვილად დიდი შვება ვიგრძენი.

საგულისხმოა, რომ აქამდე, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გამოაცხადა ავსტრალიელი ჯოშ კავალო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანემ სალაჰს გადაასწრო - გადამწყვეტი ბრძოლა ოქროს ბურთისთვის
მანემ სალაჰს გადაასწრო - გადამწყვეტი ბრძოლა ოქროს ბურთისთვის