მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ქუინს პარკ რეინჯერსი, უეინ რუნი
Aa
Aa

"კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა" - რუნი ქუინს პარკისა და სიტის მატჩზე

ყველას გემახსოვრებათ 2012 წლის დრამატული პრემიერ ლიგა. სერხიო აგუეროს ბოლო წუთზე გატანილი გოლი და „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონი ხდება.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ვარსკვლავს უეინ რუნის დღემდე სჯერა, რომ „ქუინს პარკ რეინჯერსს“ ბევრად უკეთ შეეძლო თამაში.

თამაშები პარალელურად მიმდინარეობდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩი რამდენიმე წუთით ადრე დასრულდა, ვიდრე „სიტისი“. „წითელმა ეშმაკებმა“ გაიმარჯვეს და „ქალაქელებს“ ჩემპიონობისთვის მხოლოდ მოგება აწყობდათ. უეინ რუნიმ და მისმა თანაგუნდელებმა ლაივ რეჟიმში უყურეს „ქუინს პარკის“ დაცემას და მანჩესტერული გრანდის გაჩემპიონებას.

რა თქვა რუნიმ?

„პედი კენის(მეკარე) ბევრად უკეთ უნდა ეთამაშა. „სიტიმ“ მეორე გოლი გაიტანა და „ქუინს პარკმა“ ბურთი იმ წამსვე მათ ჩააბარა. ეს ფაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა. კარგი იქნებოდა გამოძიება დაწყებულიყო.

ჯიბრილ სისე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებთან ერთად ზეიმობდა. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული დღე იყო, მაგრამ თუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ხარ ყველაფერი სხვანაირად ჩანს. სხვებს ეს ყველაფერი დიდებულად ეჩვენებათ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები