თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია პეზაროსთან ვეღარ ითამაშებს - დღეს თოკოს გამოკვლევებს ჩაუტარებენ

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ „პეზაროსთან“ გამართულ შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო. 30 წლის მძიმე ფორვარდს პარკეტის დატოვება მოუწია და დღეს, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

La Gazzetta dello Sport-ისა და Corriere dello Sport-ის ცნობით, შენგელია „პეზაროსთან“ სერიაში ვეღარ ითამაშებს. დღეს, მას საბოლოო გამოკვლევები ჩაუტარდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ზუსტად რა დროის გამოტოვება მოუწევს.

გეტყვით იმასაც, რომ გუშინ, Basketnews-მა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა: „ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 30 წლის კალათბურთელი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება. მის მომავალს აქტიურად უკავშირებენ ვირტუს ბოლონიას, ან ბარსელონას. თუმცა, წყაროები ამბობენ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ყველა ევროპულ კლუბთან მოლაპარაკება შეაჩერა და ახლა, მისი მთავარი მიზანი NBA-ში დაბრუნება იქნება“.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია NBA-ში დრაფტზე 2012 წელს 54-ე ნომრად აირჩიეს და ლიგაში ორი სეზონი გაატარა. ამ წლების განმავლობაში თოკო „ბრუკლინ ნეთსის“ და „ჩიკაგო ბულზის“ ღირსებას იცავდა. ქართველმა კალათბურთელმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 2014 წელს დატოვა და ესპანურ „ბასკონიაში“ გადავიდა, სადაც კლუბთან ერთად ერთხელ მოახერხა ესპანეთის ჩემპიონატის მოგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საინტერესო შენაძენია, მაგრამ...
„საინტერესო შენაძენია, მაგრამ..." - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე