აინტრახტი, ევროპა ლიგა, რეინჯერსი
Aa
Aa

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში თასით დავბრუნდეთ“ - აინტრახტის მწვრთნელი ფინალზე

ხვალ, ესპანეთის ქალაქ სევილიაში უეფას ევროპა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება.

რაიმონ სანჩეს-პისხუანზე ტურნირის საფინალო შეხვედრაში ერთმანეთს ფრანკფურტის „აინტრახტი“ და გლაზგოს „რეინჯერსი“ დაუპირისპირდებიან.

ფინალამდე, გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა ჟურნალისტებს თამაშისადმი მოლოდინი გაუზიარა:

„არ შემიძლია გესაუბროთ იმაზე, თუ რას აკეთებს „რეინჯერსი“ ფინალის წინ. შემიძლია გითხრათ რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორ ვითამაშებთ, რას მოვამზადებთ და როგორ მოვახდენთ ამის მოედანზე რეალიზებას. მინდა, რომ ჩვენი ძლიერი მხარეების ხარჯზე მოვიგოთ და არა მეტოქის სისუსტეებზე.

ჩვენ ევროთასის ფინალში ვართ, ეს წარმოუდგენელია. ხალხს ეს ღიმილს გვრის, აბედნიერებს და ამხიარულებს. ეს სენტიმენტები მოედანზეც გადადის და გულშემატკივრები ფეხბურთელებს ძალიან ეხმარებიან. ეს თამაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ესპანეთიდან თასით დავბრუნდეთ და ჩვენი გულშემატკივრების გარემოცვაში ჩემპიონობა ორი ღამის განმავლობაში ვიზეიმოთ“, - განაცხადა გლაზნერმა.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტსა“ და „რეინჯერსს“ შორის ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა 18 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა" - რუნი ქუინს პარკისა და სიტის მატჩზე