არსენალი, პრემიერლიგა, ნიუკასლი, გრანიტ ჯაკა
Aa
Aa

„მოედანზე ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებსაც კვერცხები აქვთ“ - გრანიტ ჯაკა

ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ლონდონის „არსენალი“ სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა, რითაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი საგრძნობლად შეიმცირა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „მეთოფეების“ კაპიტანმა, გრანიტ ჯაკამ თანაგუნდელები მკაცრად გააკრიტიკა.

რა თქვა ჯაკამ:

რთულია ასეთ დროს სწორი სიტყვების პოვნა. მოედანზე ყოფნასაც არ ვიმსახურებდით. ვერ ვხსნი რა მოხდა. რაც დავგეგმეთ, არ შევასრულეთ, მწვრთნელს არ მოვუსმინეთ და კატასტროფულად ვითამაშეთ. ასეთი თამაშით არა თუ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ ევროპა ლიგაზე თამაშსაც არ ვიმსახურებთ. ძნელია ამ ყველაფრის აღიარება.

თუ ვინმე ასეთი თამაშებისთვის მზად არ არის, დაე დარჩეს სახლში. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ნერვიულობ? - მაშინ დაჯექი სკამზე, ან დარჩი სახლში. მოედანზე ისეთი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებსაც კვერცხები აქვთ.

ექვსი წელი ველოდით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას და ყველაფერი ჩვენს ხელში იყო... ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს „ნიუკასლი“ უნდა ყოფილიყო ჩვენს ადგილზე, ჩვენ კი მათ ადგილზე.

ამ მარცხის შემდეგ, „არსენალი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დაქვეითდა და მეოთხეადგილოსან „ტოტენჰემს“ 2 ქულით ჩამორჩება. დასკვნით ტურში მიკელ არტეტას გუნდი საკუთარ მოედანზე „ევერტონს“ შეხვდება, „ტოტენჰემი“ კი სტუმრად ბოლოადგილოსან „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაში, კონტეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ნიუკასლი 2:0 არსენალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველად 32 წლის შემდეგ - 17 წლის ფეხბურთელმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა
პირველად 32 წლის შემდეგ - 17 წლის ფეხბურთელმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა