მონოი და ორი საკამათო მომენტი - ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა
Aa
Aa

მონოი და ორი საკამათო მომენტი - ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა

8 მაისს, ტოკიოში მდებარე „რიოგოკუ კოკუგიკანში“ „ნაცუ ბაშო“ დაიწყო და ტურნირის მეათე დღეს, ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. დღეს, „ტოჩი“ მე-12 მაეგაშირას, სადანოუმის დაუპირისპირდა და მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია.

დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ლევანმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგის დოჰიოდან გადაყვანის შემდეგ, გიოჯის გადაწყვეტილებაზე შიმპანებმა (დოჰიოს მიღმა მყოფი მსაჯები) იმსჯელეს და მონოი მოიწვიეს. მათ ორი მომენტი განიხილეს. პირველი - ტოჩინოშინის კონტაქტი სადანოუმის თმასთან და მეორე - გადადგა თუ არა „ტოჩიმ“ ფეხი დოჰიოს მიღმა. საბედნიეროდ, შიმპანებს გიოჯის გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და ლევან გორგაძე დადებით ბალანსს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

გეტყვით იმასაც, „ნაცუ ბაშოს“ მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა აზუმარიუ იქნება. ამ უკანასკნელს 5 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და იგი ლევანს პირველად დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სეკიტორი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდის. გასულ ბაშოზე ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და დაწინაურება გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საინტერესო შენაძენია, მაგრამ...
„საინტერესო შენაძენია, მაგრამ..." - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე