ხელბურთი
Aa
Aa

ქართველი ხელბურთელის გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა

ქართველი ხელბურთელის, ქეთევან ვენეცკის გუნდი - "სენტ ეტიენ მეტროპოლ 42" საფრანგეთის ნაციონალურ ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და მომდევნო წლების სეზონში ნაციონალ ლიგა 1-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ნაციონალ ლიგა 2, საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონია, სადაც 8 ჯგუფში (ფრანგულად: Poule) 96 გუნდია გადანაწილებული - თითო ჯგუფში 12 გუნდი, რომლებიც გეოგრაფიული დანაწილების პრინციპის მიხედვით არიან აღნიშნულ ჯგუფებში განთავსებულნი.

ვენეცკის გუნდი მეშვიდე პულში იღებდა მონაწილეობას, სადაც მისი გუნდი ორ წრედ გაეჯიბრა ჯგუფის დარჩენილ 11 გუნდს და 22-ვე შემთხვევაში გამარჯვებული ქართველის გუნდი გახდა.

სურათზე სენტ ეტიენის გოგონები არიან, 15 მაისს, მესამე ადგილოსან BEAUNE HANDBALL-თან გამართული ჯგუფის უკანასკნელი მატჩის შემდგომ, სადაც 32-20 გაიმარჯვეს. გოგონებს ხელში 22 ნომრიანი მაისური უჭირავთ - ყველა თამაშში გამარჯვების სიმბოლოდ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები