გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„მძულს რუსეთი! უკრაინა ჩემი სახლია“ - წიტაიშვილის ემოციური კომენტარი

კიევის „დინამოს“ ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ამჟამად კრაკოვის „ვისლაში“ იჯარის წესით თამაშობს, უკრაინულ მედიასთან რუსეთის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა 2008 წელს, საქართველოში მომხდარი აგვისტოს ომიც გაიხსენა.

წიტაიშვილის სიტყვებს Футбол 1/2/3 ციტირებს:

საქართველოშიც იდენტური სიტუაცია იყო. მათ ჩვენი ტერიტორიები მიითვისეს და თბილისშიც აპირებდნენ შესვლას. ისინი ჩვენს მოქალაქეებს საშინლად კლავდნენ, ბავშვებსა და ქალებს აუპატიურებდნენ... მაშინ ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ცუდი პრეზიდენტი ჰყავდათ, მაგრამ ახლა, რასაც უკრაინაში სამხედროები აკეთებენ, ეს უბრალოდ შოკისმომგვრელია.

როდესაც ვნახე, თუ რას უშვებოდნენ ბავშვებს და ქალებს, ამის შემდეგ ჩემთვის, ამ ერმა არსებობა შეწყვიტა. მძულს სიტყვა რუსეთი, უკრაინაში გავიზარდე და უკრაინაშია ჩემი სახლი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა პროფესიონალური კარიერა უკრაინაში დაიწყო და ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თუმცა, მოგვიანებით, 21 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბრა-ფანტასტიკა! - ზლატანის ჰეთ-თრიქი ლოს ანჯელესურ დერბიში
იბრა-ფანტასტიკა! - ზლატანის ჰეთ-თრიქი ლოს ანჯელესურ დერბიში