ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჟენევას ღია პირველობა
Aa
Aa

მეტოქე შეხვედრას ჩაეხსნა - ბასილაშვილმა ჟენევაში გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟენევის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში არგენტინელ ფაკუნდო ბანისს შეხვდა აბსოლუტური დომინაციით მეტოქე გათამაშებას გამოთიშა.

ბასილაშვილმა 32 წლის არგენტინელი პირველ სეტში 6:4 დაამარცხა, თუმცა მატჩი ბოლომდე აღარ გაგრძელებულა. არგენტინელი ჩოგბურთელი შეხვედრას ტრავმის ჩაეხსნა და შეიძლება ითქვას, რომ ნიკამ გარკვეულწილად ძალებიც დაზოგა.

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო შეხვედრას ესპანელ პაბლო ანდუხარსა და პორტუგალიელ ჟოაო სოუზას შორის გამარჯვებულთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი რეიტინგის 223-ე ნომერთან - ბოლქვაძე როლან გაროსზე არ იქნება
მარცხი რეიტინგის 223-ე ნომერთან - ბოლქვაძე როლან გაროსზე არ იქნება