ეკო გორგოძე
Aa
Aa

წარმატებული სტარტი - გორგოძემ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი, ეკო გორგოძე „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა. ეკომ პირველი შეხვედრა ფრანგი ლუ ბოისონის წინააღმდეგ გამართა, გამოკვეთილი ფავორიტი გახლდათ და ორ სეტში იმარჯვა.

პირველი პარტია თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა 2:2-ზე გორგოძემ ბრეიკი შეასრულა და საწყის სეტში მეტოქისთვის გეიმი აღარ დაუთმია - 6:2. ეკო მეორე პარტიაშიც დომინირებდა და პირველი 5 გეიმიდან 4 მოიგო. ქართველ ჩოგბურთელს უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია და ამჯერადაც 6:2 იმარჯვა.

გორგოძის მომდევნო მეტოქის ვინაობა რამდენიმე წუთში გაირკვევა. იგი ბაბელისა და რამის წყვილს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება და ეს შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. რამიმ პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორე პარტიას კი 4:5-ს აგებს.

შეგახსენებთ, რომ „როლან გაროსის“ ძირითად ბადეში მოხვედრის შანსი მარიამ ბოლქვაძესაც ჰქონდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა სეონე მენდესის წინააღმდეგობა ვერ გადალახა და სამ სეტში 6:3 4:6 2:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონოი და ორი საკამათო მომენტი - ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა
მონოი და ორი საკამათო მომენტი - ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა