MMA-ს რუსი მებრძოლი პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდა
Aa
Aa

MMA-ს რუსი მებრძოლი პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდა

MMA-ს რუსი მებრძოლი, ასხამ მაგომედოვი სკანდალში გაეხვა. მოსკოვში, ყაზანსკის რკინიგზის მახლობლად რუსი მებრძოლი ავტოსადგომზე პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 25 აპრილს მოხდა. მაგომედოვმა პარკინგის ტერიტორიაზე უნებართვოდ შევიდა. თავდაპირველად, დაცვის თანამშრომლებმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც მაგომედოვი არ დაემორჩილა და ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

სამართალდამცველებმა ინციდენტში ჩარევის შემდეგ რუსი მებრძოლის დაჯარიმება გადაწყვიტეს, რამაც მაგომედოვის უკმაყოფილება გამოიწვია. MMA-ს მებრძოლმა ტერიტორიის დატოვება სცადა, თუმცა პოლიცია ამის შესაძლებლობას არ აძლევდა. ამის გამო მაგომედოვმა ერთ-ერთ პოლიციელს ჯერ მანქანა დააჯახა, შემდეგ კი რამდენიმე სამართალდამცველს ფიზიკურად გაუსწორდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის გამო რუს მებრძოლს ჯარიმა და ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 პერსპექტიული მებრძოლი, რომლებსაც 2022 წელს თვალი უნდა ადევნოთ - ილია თოფურია რჩეულებს შორის
5 პერსპექტიული მებრძოლი, რომლებსაც 2022 წელს თვალი უნდა ადევნოთ - ილია თოფურია რჩეულებს შორის