გიორგი ხაბულიანი
Aa
Aa

ცვლილება გამოიცნო - ხაბულიანმა თელავი მარცხისგან იხსნა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ქუთაისის ''ტორპედომ'' ''თელავს'' უმასპინძლა (1:1).

ანგარიში 77-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, ''თელავის'' მეკარე ლუკა სანიკიძემ დარტყმის მიმართულება ვერ გამოიცნო. თერთმეტმეტრიანი დარტყმა საბა გოგლიჩიძემ გამოიმუშავა, რომლის წინააღმდეგ უხეშად ვაჟა ფაცაციამ იმოქმედა.

82-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, ბიძინა მახარობლიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი დასწრებაზე გიორგი ხაბულიანმა ითამაშა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო. ''თელავის'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ ცვლილება გამოიცნო, ხაბულიანმა მოედანზე გამოსვლიდან 7 წუთში თავი გამოიჩინა.

''თელავმა'' 14 ტურში 20 ქულა მოაგროვა, მე-6 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. მე-15 ტურში ბათუმის ''დინამოს'' ესტუმრება (21 მაისი).

''ტორპედომ'' 14 ტურში 15 ქულა მოიპოვა, გასავარდნ ზონაშია, ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. შოთა ბაბუნაშვილის ფეხბურთელები მე-15 ტურში ''სამგურალს'' ესტუმრებიან (21 მაისი).

ფოტო: ''თელავის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამგურალმა გაგრას 0:2 მოუგო - დილამ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
სამგურალმა გაგრას 0:2 მოუგო - დილამ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა