იუვენტუსი, პაულო დიბალა
Aa
Aa

"საოცარი წლები გამოვიარე" - დიბალას ემოციური დამშვიდობება

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალამ ტურინის „იუვენტუსში“ ბოლო მატჩი ჩაატარა. არგენტინელი შემტევი მომავალი სეზონიდან სხვა გუნდის ფორმას მოირგებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პაულომ ცრემლები ვერ შეიკავა.

დიბალა „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს ემოციურად გამოემშვიდობა.

„როდესაც აქ გადმოვედი 21 წლის ვიყავი და სწორედ 21-ნომრიან მაისურს ვატარებდი. ამ წლებში მე გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი. საოცარი წლები გამოვიარე. ვისიამოვნე გატანილი გოლებით და გამარჯვებებით. ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ვიმსახურებთ..

მიუხედავად ამისა არასდროს ვნებდებით. დიდი მადლობა ამ გუნდს, რომ მნიშვნელოვანი გოლების გატანის საშუალება მომეცა. აქ განსაკუთრებული თანაგუნდელები გავიცანი. გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ამას არასდროს დავივიწყებ.

ამ პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებლობები გაიზარდა და მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ საუკეთესო გამეკეთებინა. ჩვენ ერთად 7 შესანიშნავი წელი ვიყავით. იყო რთული მომენტებიც.. ყველა მომენტი ჩემს გულში იქნება, რადგან თქვენ მე ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა დამანახეთ. იმედი მაქვს, გარკვეული სიხარულით მოგანიჭეთ. დიდი მადლობა ყველას.“

View this post on Instagram

A post shared by Paulo Dybala (@paulodybala)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები