ბარსელონა, დანი ალვეში, ლაპორტა
Aa
Aa

ალვეში ბარსაში კიდევ 6 თვით? - ლაპორტა მოლაპარაკებას აწარმოებს

გასული წლის ოქტომბერში „ბარსელონაში“ დანი ალვეში დაბრუნდა, თუმცა წესების მიხედვით „ბლაუგრანას“ მაისური იანვრიდან მოირგო.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნორმალური სეზონი ჩაატარა და თავისი ასაკის კვალობაზე დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა. ბრაზილიელ უკანახაზელს ბარსასთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

როგორც ცნობილია, ვეტერან ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე სურს თამაში და ამისთვის მას ხშირი პრაქტიკა სჭირდება. ახალი არავისთვის არის, რომ ალვეშს კვლავ ბარსაში სურს ბურთის გორაობა.

ამასთან დაკავშირებით, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ხოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა, რომელიც ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააჟღერა.

ლაპორტა:

„დანი ალვეშთან შეხვედრას ვაპირებთ. ჩვენ შეგვიძლია მისი მომავალი გადავწყვიტოთ. მას უნდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. არსებობს შანსი, რომ მას კონტრაქტი 6 თვით გავუხანგრძლივოთ. ყველაფერს მალე ვნახავთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები