სუპერგოლების მატჩი - ბათუმის დინამომ ლოკო 7:2 დაამარცხა
Aa
Aa

სუპერგოლების მატჩი - ბათუმის დინამომ ლოკო 7:2 დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის ''დინამომ'' აუტსაიდერი თბილისის ''ლოკომოტივი'' 7:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-14 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შეაგდო, მეტოქის მცველებს აჯობა და ტექნიკური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. მე-16 წუთზე ომარაშვილის ბრწყინვალე გადაცემა გიორგი ქველაძის ეფექტური დარტყმით დასრულდა, ანგარიში გათანაბრდა.

23-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილის პასით ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გაზარდა, 33-ე წუთზე ჯიღაურმა საოცარი დარტყმით დუბლი შეასრულა.

37-ე წუთზე დავით სამურკასოვის გადაცემის შემდეგ გიორგი ომარაშვილმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ ბათუმის ''დინამომ'' კიდევ სამი გოლი გაიტანა.  48-ე წუთზე მილან რადინმა ანგარიში გაზარდა. 76-ე წუთზე კვარაცხელიას პასით თორნიკე გაფრინდაშვილმა ეფექტური გოლი შეაგდო. მატჩის საბოლოო ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი დარტყმით დააფიქსირა - 7:2.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს ბათუმის ''დინამო'' 31 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან თბილისის ''დინამოს'' 5 ქულით უსწრებს. მე-15 ტურში გია გეგუჩაძის გუნდი ''თელავს'' ესტუმრება (21 მაისი).

თბილისის ''ლოკომოტივი'' 0 ქულით აუტსაიდერია, მე-15 ტურში თბილისის ''დინამოს'' უმასპინძლებს (21 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე" - ესპანელები მამარდაზე