ტოტენჰემი, ბაიერნი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ჟერომ ბოატენგი
Aa
Aa

ბოატენგი: "ლევანდოვსკი კეინმა უნდა ჩაანაცვლოს"

გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნს“ სულ მალე დატოვებს და „ბარსელონას“ შეუერთდება. როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი გუნდიდან მიდის, მისი შეცვლა, რა თქმა უნდა, აუცილებელია.

სპორტულ მედიაში დღეს გაიჟღერა, რომ პოლონელს მემფის დეპაი ჩაანაცვლებს. „რეკორდმაისტერის“ ყოფილი ფეხბურთელი ჟერომ ბოატენგი კი სულ სხვა აზრზეა.

რა თქვა ბოატენგმა?

„პირადად მე დღესვე შევეცდებოდი ჰარი კეინის ყიდვას. ეს პირადად ჩემი აზრია. ინგლისელი არის სრულყოფილი თავდამსხმელი, რომელიც „ტოტენჰემში“ ყოველ უქმეებს გოლს იტანს. წარმოიდგინეთ რას იზამს ის ტოპ კლუბში.

თუ ის „ბაიერნში“ გადავა ვფიქრობ, რომ ლევანდოვსკის უპრობლემოდ შეცვლის. კეინი შესანიშნავ საფეხბურთო ასაკშია, თუმცა ყველაფერი „რეკორდმაისტერის“ გადასაწყვეტია. სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, რომ „ლევის“ წასვლა უნდა.

მისნაირი ფეხბურთელისთვის სიახლის ძიების სურვილი ბუნებრივია. ყველა ფეხბურთელს გვაქვს ასეთი ფიქრები. მხარეები კონფლიქტის გარეშე უნდა შეთანხმდნენ. წინ დიდი დროა და უკმაყოფილო არცერთი მხარე არ უნდა დარჩეს.“

ბოატენგი „ბაიერნში“

ვეტერანი გერმანელი „ბაიერნს“ 2011 წელს შეუერთდა და ბუნდესლიგაში 10 წელი გაატარა. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ბოატენგმა „რეკორდმაისტერი“ დატოვა და „ლიონში“ გადავიდა.

2011 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ჟერომმა მიუნხენური გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 363-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები