ილია თოფურია
Aa
Aa

UFC-ის გეგმები - თოფურიას მომდევნო მეტოქე შესაძლოა ედსონ ბარბოზა იყოს

უცხოურ პრესაში UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Allaccessmma-ს ჟურნალისტის, მენი მაიერის მიხედვით, UFC-ში სურთ, რომ „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე ედსონ ბარბოზა იყოს.

აღნიშნულ ცნობებს MMA-ის ესპანელი ჟურნალისტი, ალვარო კოლმენეროც ადასტურებს. მისი თქმით, ილიამ ბარბოზასთან ჩხუბის თაობაზე შეთავაზება მიიღო და თუ ყველაფერი გამოვიდა, მათი ბრძოლა 16 ივლისს გაიმართება. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ბრაზილიელს ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, 16 ივლისს ჩხუბზე უარი განაცხადოს.

შეგახსენებთ, რომ ბარბოზას კარიერაში 22 გამარჯვება და 11 წაგება აქვს. 2021 წლის 28 აგვისტოს, იგი გიგა ჭიკაძესთან დამარცხდა, ბოლო ბრძოლა კი UFC 272-ზე გამართა და ბრაის მიჩელთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.

ილიას რაც შეეხება, თოფურიამ UFC-ში თავისი ბოლო ბრძოლა 19 მარტს გამართა და ჯაი ჰერბერტი ნოკაუტით დაამარცხა. ბრიტანელთან გამარჯვების შემდეგ, „ელ მატადორმა“ პედი პიმბლეტი გამოიწვია, რომელთანაც მანამდე ცნობილი ინციდენტი მოუვიდა, თუმცა როგორც ჩანს, UFC-ის სხვა გეგმები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MMA-ს რუსი მებრძოლი პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდა
MMA-ს რუსი მებრძოლი პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდა