კიბერ ფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
Aa
Aa

კიბერ ფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის, FifaE Nations Cup-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს. 

მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადად ეტაპზე მოსახვედრად ჩვენმა გუნდმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გადალახოს.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს კიბერ ნაკრები ა ჯგუფში მოხვდა, სადაც ბაჰრეინს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ყაზახეთს და მაროკოს დაუპირისპირდება. მატჩები 20 და 21 მაისს გაიმართება და გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდებიან. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული გუნდი გადავა. 

ტურნირი Playstation 5-ის კონსოლით, Fifa 2022-ში გაიმართება. საქართველოს ნაკრების ღირსებას ლოკომოტივის კიბერ გუნდის წევრები, ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი დაიცავენ.

საქართველოს კიბერ ნაკრების შესაქმნელად, ჩატარდა ტურნირი, სადაც 16 მონაწილე იყო. 8 გუნდს შორის გამარჯვება ლოკომოტივის კიბერ გუნდმა მოიპოვა. 

The FifaE Nations Cup 2022 დანიაში, კოპენჰაგენში, 27-30 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აინტრახტი VS რეინჯერსი - მატჩის წინ
აინტრახტი VS რეინჯერსი - მატჩის წინ