ლევან გორგაძე
Aa
Aa

ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო

8 მაისს, ტოკიოში მდებარე „რიოგოკუ კოკუგიკანში“ „ნაცუ ბაშო“ დაიწყო და ტურნირის მე-11 დღეს, ქართველმა სუმოტორმა, ლევან გორგაძემ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. „ტოჩი“ მე-15 მაეგაშირას, აზუმარიუს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგაც პირველი შეხვედრა გამართა და იორიკირის ილეთით იმარჯვა.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა, მიოგირიუ იქნება. ლევანი მის წინააღმდეგ დოჰიოზე 30-ჯერაა გასული და უარყოფითი ბალანსი აქვს. მიოგირიუმ 17-ჯერ იმარჯვა და ბოლო 11 შეხვედრიდან 10 მისი მოგებით დასრულდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სეკიტორი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდის. გასულ ბაშოზე ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და დაწინაურება გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მორიგი მაგია ხვიჩასგან
„მორიგი მაგია ხვიჩასგან" - ნეაპოლური პრესის გამოხმაურება