იდრისა გეიე
Aa
Aa

„ნამდვილი მამაკაცი" - კუიატემ და სარმა იდრისა გეიეს მხარდაჭერა გამოუცხადეს

პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა, შეიხუ კუიატემ და იასმიალა სარმა იდრისა გეიეს მხარი დაუჭირეს. ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ეთამაშა მაისურით, რომელზეც ნომერი ცისარტყელის ფერებში იყო გამოსული და „მონპელიესთან“ მატჩი გამოტოვა, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

კუიატემ და სარმა გეიე დაიცვეს და მას მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოუცხადეს. კუიატემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გეიესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო - „ნამდვილი მამაკაცი! ძმაო, ჩვენ მხარს მთელი გულით გიჭერთ.“ სარის რაც შეეხება, მანაც გეიესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა: „100 პროცენტით.“

სხვათა შორის, გეიეს გადაწყვეტილებას სენეგალის პრეზიდენტი, მაკი სალიც გამოეხმაურა და განაცხადა: „იდრისა გეიეს ბოლომდე მხარს ვუჭერ. საჭიროა, რომ ადამიანის რელიგიურ ხედვებს პატივი ვცეთ.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში გეიესთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ, RMC Sport-ის ცნობით, კი ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მსგავსი რამ მოხდა. შარშან, გეიემ იგივე გააკეთა და მაშინ მატჩის გამოტოვების მიზეზად მუცლის ტკივილი დასახელდა. „მონპელიესთან“ შეხვედრის შემდეგ, მაურისიო პოჩეტინოს სენეგალელის არყოფნის შესახებ ჰკითხეს და „პარი სენ-ჟერმენის“ თავკაცმა განაცხადა, რომ ეს „პირადი მიზეზებით“ გახლდათ განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო