ვლადიმირ კლიჩკო
Aa
Aa

„რუსი სპორტსმენები ოლიმპიადიდანაც უნდა მოიკვეთონ“ - ვლადიმირ კლიჩკო

მძიმე წონაში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ვიტალი კლიჩკო ოლიმპიური თამაშებიდან რუსი სპორტსმენების მოკვეთას ემხრობა.

ვეტერანი მოკრივე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს, რომ აგრესორი ქვეყნის სპორტსმენებს სანქციები რაც შეიძლება მალე დაუწესოს.

„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ნაკრები უნდა შეაჩეროს. ომი გრძელდება და ამის გამო მომავალ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს. ისინი უნდა მოიკვეთონ ყველა შეჯიბრიდან, რადგან ეს ამ ომს სწორედ რუსეთი წარმოადგენს.

მოქმედება სიტყვებზე მაღლა დგას, იზოლაცია კი ყოველთვის უფრო ხმამაღალია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა ან წინადადება. მათი მოკვეთა მტკივნეული იქნება როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ეკონომიკისთვის... მტკივნეული იქნება ყველა ადამიანისთვის, ვინც რუსეთთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ვლადიმირ კლიჩკომ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაც უკრაინაში ხდება სამწუხაროა, მაგრამ...“ - მედვედევი უიმბლდონის გადაწყვეტილებაზე
„რაც უკრაინაში ხდება სამწუხაროა, მაგრამ...“ - მედვედევი უიმბლდონის გადაწყვეტილებაზე