სანქციები რუსეთსა და ბელარუსს - ფიბამ გადაწყვეტილება მიიღო
Aa
Aa

სანქციები რუსეთსა და ბელარუსს - ფიბამ გადაწყვეტილება მიიღო

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები თავისი ეგიდით გასამართი ტურნირებიდან მოკვეთა. ფიბამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთსა და ბელარუსს სანქციები დაუწესა.

ფიბას აღმასრულებელი კომიტეტის მიხედვით, უახლოეს პერიოდში რუსეთსა და ბელარუსში ფიბას ეგიდით გასამართი ტურნირები არ უნდა ჩატარდეს და რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები მომდევნო საერთაშორისო ტურნირებიდან მოიკვეთონ. საუბარია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 2022 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე და 2022 წლის 17-წლამდე ნაკრებების მსოფლიო ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები ევრობასკეტზე საქართველოს ჯგუფში იმყოფება და თბილისში უნდა ჩამოვიდეს. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში ამაზე არაფერია ნათქვამი და საკალათბურთო სამყარო მოვლენების განვითარებას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე ფიბას ევროპული ზონის მმართველი საბჭო იმსჯელებს და ვერდიქტი მალე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო