ბარსელონა, სევილია, ჟიულ კუნდე
Aa
Aa

ბარსას სევილიადან კუნდეს შეძენა სურს და სანაცვლოდ 2 ფეხბურთელს თმობს

„ბარსელონა" „სევილიას“ მცველის, ჟიულ კუნდეს შეძენით არის დაინტერესებული.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ცენტრალური მცველის შეძენა კატალონიური კლუბის ზაფხულის ერთ-ერთი მიზანია. ჩავი, „ბარსას“ სამწვრთნელო შტაბი და კლუბის სპორტული ხელმძღვანელობა 23 წლის ფეხბურთელს აფასებს და მისი თამაშის სტილი მოსწონთ.

„ბარსას“ ესმის, რომ ჟერარ პიკე დიდხანს ვერ ითამაშებს მაღალ დონეზე და თვლის, რომ კუნდე რონალდ არაუხოსთან ერთად შესანიშნავად ითამაშებდა.

მთავარ დაბრკოლებად ფასი რჩება - „სევილიას“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღება სურს. „ბარსელონას“ ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, კლუბისთვის ასეთი თანხის გადახდა შეუძლებელია, მაგრამ ანდალუსიელებმა იციან, რომ შესაძლოა გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელი ჩაერთოს, რისი წინააღმდეგიც არ არიან.

ადრე „სევილიამ“ ორჯერ თქვა უარი კუნდეს გაყიდვაზე, ახლა კი კლუბსა და ფეხბურთელებს შორის ზეპირი შეთანხმებაა, რომ კარგი შეთავაზების მიღების შემთხვევაში ფრანგს გუნდის დატოვების უფლებას მისცემენ.

„ბარსელონა“ მზადაა გარიგებაში სერჟინიო დესტი და კლემან ლენგლე ჩართოს, ეს უკანასკნელი „ბარსას“ „სევილიადან“ 2018 წელს შეუერთდა. ანდალუსიურ კლუბში დადებითად არიან განწყობილნი დესტის შესაძლო გაცვლაზე. ლენგლეს მიმართ კი ნაკლები ინტერესი აქვთ.

სევილიას ხელმძღვანელობას დესტი ჯერ კიდევ „აიაქსში“ ასპარეზობისას მოსწონდა. ამერიკელს ხესუს ნავასის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი ჯგუფის მოგებაა, რაც ძალიან რთული იქნება“ - გურამ კაშია
„მიზანი ჯგუფის მოგებაა, რაც ძალიან რთული იქნება“ - გურამ კაშია