ისტორიაში პირველად - აშშ-ის მამაკაცთა და ქალთა ნაკრებები თანაბარ ანაზღაურებას მიიღებენ
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - აშშ-ის მამაკაცთა და ქალთა ნაკრებები თანაბარ ანაზღაურებას მიიღებენ

აშშ-ს მამაკაცთა და ქალთა გუნდები თანაბარ ანაზღაურებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მსგავსი რამ ისტორიაში პირველად ხდება.

„ორი კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს 2028 წლამდე, თანაბარ ანაზღაურებას ითვალისწინებს იდენტური ეკონომიკური პირობების გამო.

ამ შეთანხმებებით, აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია ხდება პირველი ფედერაცია მსოფლიოში, რომელმაც გაათანაბრა საპრიზო თანხა, რომელიც გადაეცემა აშშ-ს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის“,

- ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ნაკრების მამაკაცი და ქალი მოთამაშეები გახდებიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები.

შეთანხმების თანახმად, აშშ-ის ყველა ნაკრების მოთამაშეები მიიღებენ ერთსა და იმავე ანაზღაურებას ჩატარებული მატჩების რაოდენობისა და ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით, ფიქსირებული ხელფასის ნაცვლად. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის საპრიზო თანხა და სარეკლამო შემოსავალი იგივე იქნება.

ახალი ხელშეკრულება ითვალისწინებს არა მხოლოდ ფინანსურ გარანტიებს. აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია მოწოდებულია დაიცვას ფეხბურთელების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და მათი ინფორმაციული უსაფრთხოება. ყველა მოთამაშეს მიეცემა მშობლის შვებულებაში გასვლისა და კარიერის დასრულების შესაძლებლობა.

სინდი პარლოუმ, აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, თქვა:

„ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. ამ შეთანხმებებმა სამუდამოდ შეცვალა ფეხბურთი აშშ-ში და მათ აქვთ პოტენციალი შეცვალონ ფეხბურთი მთელს მსოფლიოში. ეს შეთანხმებები მიგვიყვანს ორმხრივი ზრდისა და თანამშრომლობის წარმოუდგენლად საინტერესო ფაზაში.”

აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრები 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ თანაბარი ანაზღაურებისთვის. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საინტერესო შენაძენია, მაგრამ...
„საინტერესო შენაძენია, მაგრამ..." - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე