რობერტ ლევანდოვსკი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

BILD: ლევანდოვსკი გასახდელში ბარსელონას სახელს ხშირად ახსენებდა

რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ გადასვლას დღითიდღე სულ უფრო უახლოვდება. მიუხედავად მიუნხენელთა მხრიდან წინააღმდეგობისა, მაინც აშკარა ხდება, რომ პოლონელი მალე გუნდს შეიცვლის.

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

„ლევანდოვსკი გასახდელში ტელეფონზე ხმამაღლა საუბრობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი პოლონურად საუბრობდა, მის მიერ ნათქვამი „ბარსელონა“ ენის ცოდნის გარეშეც ადვილი გასარჩევი იყო“.

- წერს Bild-ი.

წყაროს ცნობით, „ბაიერნის“ რამდენიმე ფეხბურთელმა არაერთხელ გაიგო რობერტისგან, თუ როგორ ახსენებდა ის „ბარსელონას“ სახელს.

როგორც ცნობილია, ლევანდოვსკი თანახმაა „ბარსელონაში“ გადავიდეს და ხელფასი შეიმციროს. პოლონელი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ეს მისი ბოლო ევროპული კლუბი იქნება.

ამჟამად დარჩენილია „ბაიერნის“ თანხმობა. იქამდე კი კატალონიელებმა ეკონომიკური მდგომარეობა უნდა დაასტაბილურონ, რომლის შესახებაც ივნისის ბოლოს საბოლოო პასუხი გვეცოდინება.

ჟოან ლაპორტას არ სურს, რომ დე იონგის და მსგავსი მოთამაშეების გაყიდვის ხარჯზე შედგეს ლევანდოვსკის ტრანსფერი. პრეზიდენტს ახალი ფინანსურად მომგებიანი ხელშეკრულებების გაფორმება აქვს დაგეგმილი, რომელთა დასრულებაც სწორედ ივნისის ბოლოს იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი ჯგუფის მოგებაა, რაც ძალიან რთული იქნება“ - გურამ კაშია
„მიზანი ჯგუფის მოგებაა, რაც ძალიან რთული იქნება“ - გურამ კაშია