აინტრახტი, რეინჯერსი
Aa
Aa

მატჩის წაუგებლად - აინტრახტი ევროპა ლიგის ჩემპიონია!

ევროპა ლიგის ფინალი თანაბარი და დაძაბული გამოდგა. ისეთი შეხვედრა ვიხილეთ, როგორსაც ქომაგების უმრავლესობა ელოდა. ძირითადი და დამატებითი ტაიმები ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი უფრო ზუსტი გერმანელები იყვნენ - 5:4 და 42-წლიანი პაუზის შემდეგ, ფრანკფურტელებმა ევროპული თასის აღმართვა შეძლეს.

პირველ ტაიმში უპირატესობას „აინტრახტი“ ფლობდა, თუმცა „რეინჯერსმა“ იცოდა რასაც აკეთებდა და შესვენებამდე სერიოზული არაფერი მომხდარა.

გლაზგოლებმა თავისი გოლის გატანაც შეძლო. 57-ე წუთზე გერმანელთა შეცდომით ჯო არიბომ ისარგებლა და შანსი ხელიდან არ გაუშვია - 1:0.

ამის შემდეგ, „აინტრახტმა“ კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვა. 69-ე წუთზე რაფაელ ბორემ წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც გუნდები უფრო ფრთხილად თამაშზე გადავიდნენ და შეხვედრა დამატებით ტაიმებამდე მივიდა.

დამატებით დროში „რეინჯერსს“ მოგება მართებდა. გლაზგოელებმა სასტვენამდე 3 წუთით ადრე ურეალურესი მომენტი შექმნეს, თუმცა კევინ ტრაპის საოცარი რეაქციის შედეგად „აინტრახტი“ გადარჩა.

პენალტების სერიაში გერმანელები უფრო ზუსტები იყვნენ. ერთადერთი თერთმეტმეტრიანი აარონ რემზიმ გააცუდა. ჯამში კი „აინტრახტმა“ 5:4 მოიგო და თასსაც დაეუფლა.

„ჩელსი“, „ვილიარეალი“ და „აინტრახტი“ - ფრანკფურტელებმა ტურნირი წაუგებლად მოიგეს და ისტორიაში მე-3 გუნდის სტატუსი მიიღეს, რომელმაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა.

ბოლოს გეტყვით, რომ 2022/23 წლების სეზონში გერმანიას ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება - ბაიერნი, დორტმუნდი, ლევერკუზენი, ლაიპციგი და აინტრახტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკის აგენტი ბარსელონაშია - ტრანსფერი გადაწყვეტილია
ლევანდოვსკის აგენტი ბარსელონაშია - ტრანსფერი გადაწყვეტილია