აინტრახტი, ევროპა ლიგა, რეინჯერსი
Aa
Aa

აინტრახტი v რეინჯერსი - მატჩის შემდეგ

გუშინ, უეფას ევროპა ლიგის საფინალო შეხვედრაში ერთმანეთს ფრანკფურტის „აინტრახტი“ და გლაზგოს „რეინჯერსი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში გერმანულმა გუნდმა 5:4 გაიმარჯვა.

მატჩის დასრულების დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა საფინალო დაპირისპირება შეაჯამეს.

ჯოვანი ვან ბრონხორსტი („რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი):

გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. პენალტების სერია ლატარიაა და დღეს უბრალოდ ჩვენი დღე არ იყო. ძალიან რთული თამაში იყო, ფეხბურთელებმა წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღეს, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მოვისურვებთ.

რთული იყო ფიზიკურად. ფეხბურთლებმა მოედანზე მთელი ენერგია ჩადეს და ძალიან დაიღალნენ, რის გამოც ცვლილებები მომიწია. თუმცა, ეს ორივე გუნდს ეხება.

ძალიან მძიმეა ასეთ შეხვედრებში წაგება. თასთან ძალიან ახლოს ვიყავით და თუ მოვიგებდით, სიცოცხლის მოგონებად დაგვრჩებოდა, ახლა კი დამარცხების სიმწარე დაგვრჩა.

ჯეიმს ტავერნიე („რეინჯერსის“ კაპიტანი):

თითოეული თანაგუნდელით ძალიან ვამაყობ. ასევე, ვამაყობ თითოეული გულშემატკივარით, რომელმაც საოცარი მხარდაჭერა გამოხატა.

ფინალი ვერ მოვიგეთ, რის გამოც ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მეტს ვერაფერს გეტყვით.

ოლივერ გლასნერი („აინტრახტის“ მთავარი მწვრთნელი):

წარმოუდგენელი დღეა! ეს იყო ჩვენი მე-13 მატჩი ევროპაში და 0 წაგება. სიტყვებსაც ვერ ვპოულობ იმის აღსაწერად, რაც დღეს ბიჭებმა გააკეთეს და მთელი სეზონი აკეთებდნენ.

მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ვიქნებით, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ასე შორს არასდროს ვიყურები, რადგან არ ვიცი, რა იქნება უახლოეს თვეებში.

თამაშამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ გვქონდა ფანტასტიკური მოგზაურობა, რომელიც არა დღეს, სევილიაში, არამედ ხვალ, ფრანკფურტში უნდა დასრულებულიყო, როდესაც სახლში თასით დავბრუნდებოდით.

კევინ ტრაპი („აინტრახტის“ მეკარე):

წარმოუდგენელი გრძნობაა, ჯერ კიდევ მიჭირს სუნთქვა. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ფრანკფურტისვთის, ჩვენი რეგიონისთვის, მთელი გერმანიისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. ძალიან მიხარია, რომ გულშემატკივრებს, მთელი ტურნირის განმავლობაში საოცარი მხარდაჭერისთვის მადლობა ამ გზით გადავუხადეთ.

გვჯეროდა, რომ ეს შეგვეძლო, მაგრამ ამისთვის დიდი შრომა იყო საჭირო. როცა გოლი გავუშვით, დანებებაზე არ გვიფიქრია და რწმენაც არ დავკარგეთ. მალევე მოვბილიზდით და ანგარიში გავათანაბრეთ. შემდეგ კი რაც მოხდა ყველამ ვნახეთ.

მე არ ვარ მატჩის გმირი, გმირი მთელი ჩვენი გუნდია. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის გამარჯვება, ეს არის მთელი გუნდის გამარჯვება.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტმა“ ევროტურნირების ფინალი 42-წლიანი პაუზის შემდეგ, წაუგებლად მოიგო. „ჩელსისა“ და „ვილიარეალის“ შემდეგ „აინტრახტი“ გახდა პირველი გუნდი, რომელსაც ტურნირზე ერთი მატჩიც კი არ წაუგია.

აინტრახტი 1:1 რეინჯერსი (პენ. 5:4)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაიკაარდი, პეპი, ტიტო, ტატა, ლუჩო, ვალვერდე - მესის სტატისტიკა თითოეულ მწვრთნელთან
რაიკაარდი, პეპი, ტიტო, ტატა, ლუჩო, ვალვერდე - მესის სტატისტიკა თითოეულ მწვრთნელთან