სამრაუნდიანი ბრძოლა - ქირიას დასანანი მარცხი One Championship-ში
Aa
Aa

სამრაუნდიანი ბრძოლა - ქირიას დასანანი მარცხი One Championship-ში

One Championship-ში, 34 წლის ქართველი მებრძოლი დავით ქირია 22 წლის მაროკოელ მუჰამედ ბაუტასაასთან სამრაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა. აფრიკელმა სპორტსმენმა არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.


შეგახსნებეთ, 34 წლის დავით ქირია ზედიზედ მეორედ დამარცხდა. მიმდინარე წლის 28 იანვარს, მსოფლიო გრან პრის ნახევარფინალში ქირია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, სიტიჩაის დაუპირისპირდა. მათი დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენად მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, გამარჯვება ტაილანდელ მებრძოლს დარჩა. ტაილანდელთან მარცხს მაროკოელ მუჰამედ ბაუტასაასთან მარცხი მოჰყვა.

ქართველმა კიკბოქსიორმა კარიერაში 56-ე შეხვედრა გამართა. მის აქტივში 36 გამარჯვებაა, მათ შორის 17 შეხვედრა ნოკაუტით მოიგო. რაც შეეხება 20 მარცხს, ქირიას ორ შეხვედრაში ნოკაუტით სძლიეს.

საინტერესოა, რომ მაროკოელთან შეხვედრის წინ გამართულ ვრცელ პრესკონფერენციაზე ქირიამ უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებაზეც ისაუბრა:

„1992 წელს, შენი სამშობლო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა. ამ ომის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. მაშინ პატარა იყავი, მაგრამ შენი მშობლიური ზუგდიდი კონფლიქტში ჩართული იყო. შეგიძლია, გვითხრა, იმ პერიოდიდან რა გახსოვს?“

ქირია: „მაშინ 4 წლის ვიყავი, მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს. საშინელი პერიოდი იყო. შუქი და საჭმელი არ გვქონდა და ბევრი ღამე ლოდინში გავატარეთ. მახსოვს, რომ 2 წლის განმავლობაში ჩემი 23 ნათესავი ჩემს სახლში ცხოვრობდა. ისინი დევნილები იყვნენ და ამ ყველაფერმა საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა. ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღეს, მათ აუცილებლად დავიბრუნებთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა“ - დავით ქირიას ვრცელი ინტერვიუ
„უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა“ - დავით ქირიას ვრცელი ინტერვიუ