დორტმუნდი, ედინ ტერზიჩი
Aa
Aa

ნაცნობი მწვრთნელი დორტმუნდში - ტერზიჩთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა

''დორტმუნდის'' მთავარ მწვრთნელად ედინ ტერზიჩი დაინიშნა, მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, 39 წლის სპეციალისტი აღნიშნულ პოსტზე 2025 წლამდე იმუშავებს. მას ''დორტმუნდში'' მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, კლუბში არსებულ გარემოს კარგად იცნობს.

2021-22 წლების სეზონში ''დორტმუნდს'' მარკო როზე წვრთნიდა, სეზონის დასრულების შემდეგ პოსტი დატოვა.

2018 წელს ტერზიჩი ''დორტმუნდის'' მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის ასისტენტად დაინიშნა. 2018-19 წლების სეზონში ფავრის ავადმყოფობის გამო ''ჰოფენჰაიმთან'' შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის ფუნქციები ტერზიჩმა და მანფრედ სტეფესმა შეასრულეს.

2020 წლის დეკემბერში ფავრიმ პოსტი დატოვა, სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ტერზიჩი მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ''დორტმუნდმა'' 2020-21 წლების სეზონში გერმანიის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა მიზანს მიაღწია - 19 წლის ფეხბურთელი კლოპის გუნდს შეუერთდა
ლივერპულმა მიზანს მიაღწია - 19 წლის ფეხბურთელი კლოპის გუნდს შეუერთდა