მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

მან. სიტის მფლობელი: ფლორენტინო პერესი 82-ე წუთზე გამარჯვებას მილოცავდა

მანჩესტერ „სიტის“ მფლობელმა, ხალდუნ ალ-მუბარაქმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მადრიდის „რეალთან“ საპასუხო შეხვედრა გაიხსენა.

ალ-მუბარაქმა The Guardian-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მატჩის 82-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მას უკვე გამარჯვებას ულოცავდა.

„ჩემთვის ძალიან რთული იყო ფლორენტინო პერესის გვერდით ჯდომა. მახსოვს, რომ 82-ე წუთზე უკვე გამარჯვებას მილოცავდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ის ბევრი მოულოდნელობებითაა სავსე“, - განაცხადა „სიტის“ მფლობელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ეტიჰად სთედიუმზე“ „მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდის „რეალი“ 4:3 დაამარცხა, საპასუხო მატჩში კი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:3 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ გუარდიოლას გუნდი 90-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, თუმცა ორწუთიან მონაკვეთში მეტოქისგან ორი გოლი გაუშვა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა, სადაც საკუთარ კარში კიდევ ერთი ბურთი მიიღო.

საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „სამეფო კლუბი“ გახდა, რომელმაც ფინალში „ლივერპული“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტის რეკორდი, კურტუას საოცარი სეივები - რეალის მე-14 ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე
ანჩელოტის რეკორდი, კურტუას საოცარი სეივები - რეალის მე-14 ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე