ძალოსნობა, ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

ლაშა ტალახაძე ევროპის 6-გზის ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე, ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძემ ატაცში 208/212/217 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

208 კილოგრამის შემდეგ, მეორე მისვლაზე 212 კილოგრამი მოითხოვა, რომელიც კვლავ დაბრკოლებების გარეშე გადალახა და ატაცში ოქროს მედალს დაისაკუთრა.  ქართველმა ძალოსანმა აღნიშნული შედეგით ლალაიანს და მინასიანს უპრობლემოდ აჯობა. ვარაზდატი ვერცხლს დასჯერდა, ხოლო გორ მინასიანი - ბრინჯაოს. 

მესამე მისვლაზე ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა 217 კილოგრამი აწია და აკვრის წინ შესანიშნავი უპირატესობა შეიქმნა. 

ტალახაძემ აკვრაში დაძლეული 245 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე საუკეთესო იყო ორჭიდში მოგროვილი 462 კილოგრამითაც და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

აღსანიშნავია, რომ ლაშას ტრავმა აწუხებდა და ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როდესაც წონის დაძლევა გაუჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემდე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა: შოთა მიშველიძემ (67 კგ.), გიორგი ჩხეიძემ (109 კგ.) და კახი ასანიძემ (74 კგ.) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, რევაზ დავითაძის (89 კგ.) აქტივში კი ბრინჯაოს მედალია.

ამით ევროპის საიუბილეო, მე-100 ჩემპიონატი ფინიშთან მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამარჯვება - ღვინიაშვილის ოქრო თბილისის გრან სლემზე
ბრწყინვალე გამარჯვება - ღვინიაშვილის ოქრო თბილისის გრან სლემზე