დევისის თასი - საქართველოს ნაკრები კვლავ ბასილაშვილის გარეშე
Aa
Aa

დევისის თასი - საქართველოს ნაკრები კვლავ ბასილაშვილის გარეშე

22-25 ივნისს მონტენეგროს ქალაქ ულცინში დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფის მატჩები გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში სომხეთის, კვიპროსის, ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგის, მოლდოვას, მონტენეგროს და მაკედონიის ნაკრებ გუნდებთან ერთად ასპარეზობს.

8 ნაკრები კენჭისყრით, ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება. წრიული მატჩების გამართვის შედეგად, პირველი სამი გუნდი (თითოეული ჯგუფის სათავეში მოხვედრილი გუნდები და საუკეთესო მეორე) მეორე ქვეჯგუფის პლეი ოფში მიიღებს მონაწილეობას და 2023 წლის მეორე ჯგუფში გადასასვლელად იბრძოლებს, სამი გუნდი ისევ მესამე ჯგუფში დარჩება,ხოლო ორი წაგებული ნაკრები გუნდი კი მესამიდან მეოთხე ლიგაში დაქვეითდება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მონტენეგროში ბასილაშვილის გარეშე იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები  სანდრო მეტერეველის, საბა ფურცელაძის, ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის შემადგენლობით მონტენეგროში 19 ივნისს გაემგზავრება.

ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანი დავით კვერნაძე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასილაშვილმა საქმე ბოლომდე მიიყვანა - მისი მომდევნო მეტოქე ნიკ კირიოსია
ბასილაშვილმა საქმე ბოლომდე მიიყვანა - მისი მომდევნო მეტოქე ნიკ კირიოსია