ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი 3-სეტიან ბრძოლაში - ბასილაშვილმა კირიოსთან წააგო

გერმანიაში შტუტგარტის ღია პირველობა მიმდინარეობს და ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა. სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და 3-სეტიან ბრძოლაში დამარცხდა.

მატჩის სტარტზე, ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და პირველ სეტში მეტოქისთვის გეიმი არ დაუთმიათ, რის შემდეგაც ტაი-ბრეიკი დაინიშნა. ნიკამ ავსტრალიელზე უკეთ იასპარეზა და ტაი-ბრეიკზე 7:4 იმარჯვა. მეორე პარტია კირიოსის უპირატესობით დაიწყო, ნიკმა ბრეიკი პირველივე გეიმში შეასრულა და საქმე ბოლომდე მიიყვანა - 6:4.

მესამე სეტის სტარტი პირველის მსგავსი გახლდათ. ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებაზე უშეცდომოები იყვნენ და მოწინააღმდეგეს შანსს არ აძლევდნენ, თუმცა 3:3-ზე ვითარება შეიცვალა. კირიოსმა ბრეიკპოინტი მოიპოვა, შანსი გამოიყენა და მომდევნო ეტაპის საგზური დაისაკუთრა - 6:3.

შეგახსენებთ, რომ ეს ბასილაშვილისა და კირიოსის მე-2 შეხვედრა იყო. მათი პირველი მატჩი 2017 წელს გაიმართა და მაშინ ავსტრალიელმა ორ სეტში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები