ხვიჩა კვარაცხელია, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

''ხვიჩა პირველ ივლისს ნეაპოლში იქნება'' - ვაისმა ბათუმის დინამოზე ისაუბრა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამოს'' მეტოქე სლოვაკეთის ჩემპიონი ბრატისლავას ''სლოვანი'' იქნება. მოგეხსენებათ, ''სლოვანის'' მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, გუნდის ლიდერთა შორის კი გურამ კაშია და ჯაბა კანკავა არიან.

ვლადიმირ ვაისი ''სლოვანის'' ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა:

''ვამბობდი, რომ ბათუმის ''დინამო'' შეგვხვდებოდა. ასეც მოხდა. შანსები 50/50-ზეა. პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ვატარებთ, კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. 

ბათუმში, როგორც ჩვენთან, ლამაზი სტადიონი და შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფეროა. ბათუმის ''დინამოს'' ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ჩემი ინფორმაციით პირველ ივლისს ''ნაპოლის'' შეუერთდება.

ბათუმის ''დინამოს'' გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. როცა საქართველოში ვმუშაობდი, ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა. მძიმე შეხვედრა გველის, მით უმეტეს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები კარგად თამაშობს და ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ლიდერობს''.

ბათუმის ''დინამოს'' პირველ შეხვედრას ბრატისლავაში 5/6 ივლისს გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი ბათუმში 12/13 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები