გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილი: ''ასეთი ძლიერი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის ''დინამოს'' ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა Instagram-ში საქართველოს ნაკრების ბოლო ოთხ მატჩთან დაკავშირებით დაწერა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ასეთი მხარდაჭერა არასდროს ჰქონია.

View this post on Instagram

A post shared by G11 (@giotsitaishvili11)

''ჩვენ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია და რისკენ ვისწრაფვით. 9 მატჩში არც ერთი მარცხი. ამისთვის ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა. გულშემატკივრებმა თავიანთი ერთგულება გამოიჩინეს. ვფიქრობ, რომ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ეროვნული ნაკრებისადმი არასდროს ყოფილა. მინდა გითხრათ, მადლობა. ასევე პატივისცემა ბულგარეთის ნაკრებს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თამაშისათვის. ერთა ლიგავ, კიდევ შევხვდებით!''

მიმდინარე თვეში, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გიორგი წიტაიშვილმა გიბრალტარის წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა, მე-40 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ასევე ტრავმის გამო არ უთამაშია ბულგარეთთან მოგებულ მატჩში. ჩრდილოეთ მაკედონიასთან სასტარტოში დაბრუნდა და პირველი გოლისას ზივზივაძის მისამართით საგოლე პასი შეასრულა. მე-4 ტურში, ბულგარეთთან საშინაო შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დავინახე, რომ ვცდებოდი! აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა'' - სიჭინავა დილასთან მატჩზე
''დავინახე, რომ ვცდებოდი! აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა'' - სიჭინავა დილასთან მატჩზე